იაპონური კორპორაცია Toshiba, რომელიც რესტრუქტურიზაციის პროცესშია მას შემდეგ რაც ამერიკული შვილობილი Westinghouse Electric გაკოტრდა, იძულებულია ტელევიზორების წარმოება გაყიდოს.
საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელეტროობის თურქული მწარმოებელი Vestel-ი ადასტურებს, რომ უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებსToshiba-თან, რათა ტელევიზორების წარმოების ხაზი იყიდოს. მყიდველებს შორის განიხილება ასევე რამდენიმე ჩინური კომპანიაც.
აღსანიშნავია, რომ Vestel-ი უკვე ფლობს ნებართვას, რომToshiba-ს ბერენდით ტელევიზორები აწარმოოს და ევროპაში გაყიდოს.
კომპანია Toshiba-მ ტელევიზორების წარმოების ბაზარი დიდი ხნის უკან დატოვა და ის საკუთარი ბრენდით ტელევიზორებს მხოლოდ იაპონიაში ყიდდა.
საგულისხმოა ფაქტია ისიც, რომ Veste-მა უკვე მოიგო ტენდერი სტამბოლის ახალი, მესამე აეროპორტისთვის ეკრანებისა და ტაბლოების მიწოდების შესახებ.
როგორც ცნობილია, სტამბოლის მესამე აეროპორტი ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, მხოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტის ტიტულის მატარებელი გახდება.