უკრაინელი ტურისტების არჩევანი თურქეთია. თურქეთის სასტუმროების ასოციაციის (TÜROB) ანგარიშის მიხედვით, უკრაინიდან ქვეყნის გარეთ წლიურად 1,5 მილიონი ტურისტი გადის, რომლის 75%-ი დასასვენებლად თურქეთში ჩადის.
TÜROB-ის ანგარიში უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართული, უკრაინის საერთაშორისო ტურიზმისა და მოგზაურთა გამოფენის შემდეგ გამოქვეყნდა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს უკრაინიდან თურქეთში ერთი მილიონი ტურისტი ჩავიდა.