თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე ხის მოტეხვის გამო, რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა. აღნიშნულმა შემთხვევამ ქუჩაზე რამდენიმე ხნით მოძრაობის შეფერხება გამოიწივია.
მოტეხილი ხის დამუშავება და ტერიტორიიდან გატანა სამაშველო სამსახურისა და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყვეს.
ადგილზე იმყოფებოდა კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი.