შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკვე მოსკოვშია. მისი თვითმფრინავი რუსეთის დედაქალაქში ადგილობრივი დროით 17 საათზე დაეშვა. რექს ტილერსონს აეროპორტში რუსეთში ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი ჯონ ტეფტი დახვდა. ტილერსონი ხვალ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. მხარეები სირიის საკითხს განიხილავენ. ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ამერიკის სახელმწიფო მდივანს ვლადიმერ პუტინი. რექს ტილერსონი კონკრეტული გზავნილით რუსეთში იტალიიდან ჩავიდა, სადაც ორი დღის განმავლობაში „დიდი შვიდეულის“ მინისტერიალი მიმდინარეობდა. ამერიკის პირველი დიპლომატი მოსკოვში ვიზიტს ხვალ დაასრულებს.