იმ შემთხვევაში, თუ „ნეფტოგაზ უკრაინა“ „გაზპრომთან“ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში პროცესს წააგებს, რუსეთს ფულის გადახდის ნაცვლად ტიმოშენკოს გავუგზავნით. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა. რუსულ მხარესთან კაბალურ ხელშეკრულებას ტიმოშენკომ ხელი 2009 წელს მოაწერა, რის გამოც ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ის 7 წლით დააპატიმრა, თუმცა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.