საკონსტიტუციო კომისა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრაზე მსჯელობს. სამოქალაქო კოდექსში ქორწინების შესახებ ჩანაწერი უკვე არსებობს. 1106-ე მუხლში გაწერილია, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.
„საქართველოს კანონმდებლობა უკვე ადგენს ქორწინების წესს, შესაბამისად, კონსტიტუციაში ქორწინებაზე საუბარი ვფიქრობ, რომ სრულიად უადგილოა. ზოგადად, შემოთავაზებულ პროექტში ჩადებულია არა ერთი საკითხი, რომელსაც კონსტიტუცია არ უნდა არეგულირებდეს და ეს უნდა რეგულირდებოდეს სხვა კანონმდებლობით,“ - განაცხადა ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
განსხვავებულია მოსაზრებები მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მათი თქმით, ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა კონსტიტუციაში უნდა მოხდეს.