საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო.
,,სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულს, გივი ბერიკაშვილს უკანასკნელ გზაზე ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მიჰყვება.
სიხარული, რომელსაც იუმორითა და ჰუმანიზმით გაჯერებული მისი თეატრალური თუ კინოროლები გვანიჭებდა არაერთ თაობას, ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებათა რიგს ეკუთვნის.
ბატონი გივის აქტიური და მართალი სამოქალაქო პოზიცია იმავე ენერგიით იკვებებოდა, რითაც მისი შემოქმედება - ადამიანისა და სამშობლოს სიყვარულით. წინასაარჩევნო პერიოდში მისი თანადგომა განსაკუთრებით ძვირფასი და გამამხნევებელი იყო ჩემთვის.
ქართულ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას”,- ამბობს პრეზიდენტი.