აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო დასახლების მოსახლეობამ უშუქობა გააპროტესტა. მათი თქმით, დენი სამი დღეა 8 კორპუსის მოსახლეობას არ მიეწოდებათ. როგორც განმარტავენ, დასახლება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, საიდანაც განუმარტეს, რომ მიზეზი ელექტროსადენის დაზინაებაა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა.
მათი თქმით, ასევე პრობლემაა წყლის მიწოდებაც, მოსახლეობა აპროტესტებს მოუწესრიგებელ შიდა გზებს და ინფრასტრუქტურსაც. იმ შემთხვევაში თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა, არ გამორიცხავენ, რომ აქცია ისევ გამართონ.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროს საზოდაგოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, დღეს დილიდან, სამხედრო დასახლებას დენის მიწოდება აღუდგა.