უკრაინული ავიაგადამზიდავი FlyUIA თბილისიდან განხორციელებულ ავიარეისებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. როგორც ავიაკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, აქცია 23 აპრილამდე დაჯავშნილ ავიაბილეთებს ეხება, რომლის ფარგლებშიც მოგზაურობა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა განხორციელდეს, გარდა 1-ელი ივლისიდან 1-ელი აგვისტომდე პერიოდისა.
FlyUIA-ს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ტარიფები ასეთი იქნება:
ათენი / ბერლინი - 200 ევრო;
ამსტერდამი - 210 ევრო;
კიშინიოვი / მიუნჰენი - 220 ევრო;
პარიზი - 230 ევრო;
ლონდონი/ სტოკჰოლმი / ციურიხი - 240 ევრო;
ვენა / ჟენევა - 250 ევრო;
მილანი / ფრანკფურტი - 260 ევრო;
ბარსელონა - 300 ევრო;
პეკინი - 400 ევრო;
ნიუ-იორკი - 510 ევრო;
აღნიშნული ფასი მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელსაც.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ ავიაკომპანიის გვერდს www.flyuia.com ან დარეკეთ +99532 2439614 ან 15.
ელ-ფოსტა: Georgia@flyuia.com