ანტალიაში ჯანდაცვის, სპორტისა და ტურიზმის საერთაშორისო მსოფლიო კონგრესი/გამოფენა Hestourex-ი საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. თურქეთმა კიდევ ერთხელ შეძლო და მსოფლიოს საკუთარი წარმატებების შესახებ ამცნო. სამედიცინო ტურიზმი თურქეთში საკმაოდ განვითარებული მიმართულებაა და ჯანდაცვის სერვისების მისაღებად მას ტურისტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან აკითხავს.
უკვე ცნობილია, რომ თურქეთის სამედიცინო კლინიკების სერვისების პოპულარიცია საქართველოშიც მოხდება. ამ მიზნით მაისში რამდენიმე კონგრესის გამართვა იგეგმება, რომლის ორგანიზატორიც საკმაოდ ცნობილი Turkish Healtcare Travel Council-ი იქნება. კონგრესში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს Turkish Healtcare Travel Council-ის გენერალური მდივანიც ეწვევა.
„მაისში საქართველოში ვაპირებ ჩამოსვლას. საქართველოს სხვადასხვა მიმართულების კლინიკების წარმომადგენლებთან და ექიმებთან ერთად ვეწვევი და რეგიონებში გავმართავთ Hestourex-ის მსგავს კონფერენციებს. კონფერენციები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება“, განმარტავს Turkish Healtcare Travel Council-ის გენერალური მდივანი იუნუს გურქანი.
საქართველოში Turkish Healtcare Travel Council-ის ექსკლუზიური პარტნიორია კომპანია BE FREE, რომელიც ქართველ პაციენტებს თურქეთში შეღავათიანი ტარიფებით მკურნალობას სთავაზობს.
BE FREE-ს მენეჯერი ქეთევან ოვჩარენკო აცხადებს, რომ დაკვეთები, ანუ თურქეთში მკურნალობის მსურველთა სტატისტიკა მზარდია.
„ტურისტული კონპანია BE FREE 1,5 თვის უკან გაიხსნა და ის არის საქართველოს ბაზარზე დიდი გამოცდილების მქონე ტურისტული კონმპანია Wonderland-ის შვილობილი, რომელიც იმავდროულად საქართველოშიTurkish Healtcare Travel Council-ს წარმომადგენელიცაა.
BE FREE ორიენტირებულია სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით და ჩვენი მიზანია, რომ პაციენტების გაგზავნა მოხდეს თურქეთის რეპუბლიკის სხვადასხვა წამყვან კლინიკებში.
Turkish Healtcare Travel Council-ის მუშაობა დაფუძნებულია ონლაინ რეჟიმზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საბუთების შევსება ხდება ონლაინ და პასუხები უკვე 7 დღის განმავლობაში გაქვს.
ონლაინ რეჟიმში ატვირთული საბუთები ავტომატურადვე იგზავნება თურქეთის შესაბამის კლინიკებში, დიაგნოზის მიხედვით და ამას აკეთებს თავად სისტემა. პაციენტის საბუთები თურქეთის მინიმუმ 15-20 კლინიკაში იგზავნება, რაც დამეთანხმეთ საკმაოდ მაღალ სერვისსზე მიუთითებს.
მიუხედავად იმისა, რომ BE FREE ახლად დაფუძნებული კომპანიაა, არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით შემიძლია გითხრათ, რომ თურქეთში მკურნალობაზე მოთხოვნა არსებობს.
Wonderland-ს ბევრი მომართავდა, თუ როგორ და რა საშუალებით იქნებოდა ხელმისაწვდომი თურქეთში მკურნალობა. ამიტომ ბაზარზე გაჩენილი მოთხოვნის საფუძველზე შვილობილი კომპანიის დაფუძნება გადავწყვიტეთ, რომელიც მხოლოდ სამედიცინო ტურიზმის მიმართულებაზე იმუშავებს. Turkish Healtcare Travel Council-თან მუშაობა ჩვენთვის დიდი პატივია, რადგანაც ის თავის დარგში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა“, აცხადებს ქეთევან ოვჩარენკო.
ოვჩარენკოს თქმით, თურქეთის კლინიკიდან მიღებული პასუხებისა და შეთავაზებების შემდეგ პაციენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას და აკეთებს არჩევანს. პაციენტს ადგილზე მკურნალობის საერთო თანხის 10%-ის გადახდა უწევს, ხოლო დარჩენილ 90%-ს თურქეთში, შესაბამის კლინიკაში იხდის.
Hestourex-ში, რომელიც ანტალიაში 6-დან 9 აპრილის ჩათვლით იმართება BE FREE-ს მიწვევით იმყოფებიან ქართველი ექიმებიც.
„ჩვენთვის, ექიმებისათვის მნიშვნელოვანია Hestourex-ში მონაწილეობა და ადგილზე გაცნობა იმ შეთავაზებების რაც თურქეთის სამედიცინო სექტორს გააჩნია. პაციენტები, რომლებიც საქართველოში შესაბამის მკურნალობას ვერ მიიღებენ, შესაძლებლობა აქვთ, რომ მეზობელ სახელმწიფოში, თურქეთში ორგანიზებულად იქნენ გადაყვანილნი. ცხადია იმ კლინიკებში, სადაც უმაღლესი სტანდარტების სერვისებს მიიღებენ.
პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის კურსი, რომელსაც ეს ქვეყანა სთავაზობს პაციენტებს.
კონგრესი/გამოფენა Hestourex არის საკმაოდ ინფორმაციული, სადაც დეტალურად წარმოგვიდგინეს კლინიკებში არსებული ტექნოლოგიები. ღონისძიების ფარგლებში მოხდა ინდივიდუალური, პირისპირი შეხვედრები, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა“, აცხადებს ქალაქ ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის ექიმი რევმატოლოგიური ქეთევან ცინცაძე.
ექიმი ენდოკრინოლოგი ლია ჯაში, რომელიც ასევე Hestourex-ში იღებს მონაწილეობას ამბობს, რომ თურქეთის კლინიკების სერვისებზე უფრო მეტი ინფორმაციის მიღება მოახერხა. ჯაში მიიჩნევს, რომ სამედიცინო ტურიზმის განვითარების შანსი საქართველოსაც გააჩნია, თუმცა ამისათვის ქვეყანაში სათანადო სურვილი, პოლიტიკა და ფინანსები უნდა არსებობდეს.
„კონგრესი დაფინანსებულია თურქეთის მთავრობის მიერ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად ზრუნავს სამედიცინო ტურიზმის განვითარებაზე და ზოგადად ამ სეგმენტში ქვეყნის პრომოუშენზე.
ჩვენ ბედნიერნი ვართ იმით, რომ მოვხვდით ასეთი მაღალი დონის კონგრესზე, სადაც წარმოდგენილია ის კლინიკები, რომელთაც პაციენტებისათვის საკმაოდ კარგი შეთავაზებები აქვთ, ცხადია სერვისს და მაღალ ტექნოლოგიებს ვგულისხმობ. ასეთი სერვისები სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის.
Hestourex-ში მონაწილეობა კომპანია BE FREE-ს საშუალებით შევძელი და სწორედ BE FREE-ს საშუალებით შევძლებთ, რომ პაციენტებს თურქეთის კლინიკებში მკურნალობა და რეაბილიტაცია შევთავაზოთ, რაც თავის მხრივ საქართველოში გარკვეული პირობების გამო ვერ ხერხდება.
Hestourex-ზე დეტალურად და საინტერესოდ იყო წარმოდგენილი სანატორიუმის ტიპის მკურნალობა, სხვადასხვა სახის ქირურგიული მკურნალობა, ონკოლოგია და სხვა მიმართულებები. აქ არის წარმოდგენილი ის მიმართულებებიც, რომელიც თურქეთში უფრო უკეთესადაა განვითარებული ვიდრე საქართველოში.
ცხადია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ახლად დამყარებული კონტაქტების ფარგლებში სამომავლოდ ვითანამშრომლებთ კიდეც.
მინდა გითხრათ, რომ არის პაციენტების კატეგორია, რომელსაც აქვს სურვილი და ფინანსური შესაძლებლობაც, რომ მათი ანალიზის პასუხები, მკურნალობისა თუ კვლევის მეთოდები გადავამოწმოთ საზღვარგარეთის კლინიკებში. საწყის ეტაპზე ჩვენი მხრიდან საუბარია საბუთების დონეზე დახმარებაზე. ჩვენი დასკვნების საზღვარგარეთის კლინიკებში გადამოწმება ჩვენთვისაც ერთგვარი გამოწვევაა, რათა დადგინდეს ადგილზე რამდენად სწორ კვლევებს ვატარებთ.
ადამიანს, პაციენტს არჩევანის თავისუფლება გააჩნია და მან თავად უნდა გადაწყვიტოს სად სურს მკურნალობა. თუმცა მე როგორც ექიმს უნდა მქონდეს იმდენი ინფორმაცია, რომ სწორად მივაწოდო პაციენტს თუ სად ჯობის მისთვის შესაბამისი სერვისის მიღება. სწორედ ასეთი დონის ინფორმაციის მოპოვებაში ჩვენ ექიმებს სწორედ მსგავსი კონფერენციები გვეხმარება. პირისპირ შეხვედრისას მე პირადად შევთავაზე მათ აჭარაში მკურნალობა და ჩემის მხრივ მივაწოდე ინფორმაცია ჩვენს რეგიონში არსებული სერვისების შესახებ. საქართველოსაც <span styl