თბილისი (GBC) - 2017 წელს თურქეთში 38 მლნ-მდე ტურისტს ელოდებიან, - აღნიშნულის შესახებ განცხადება TÜRSAB-ის პრეზიდენტმა ბაშარან ულუსოიმ გააკეთა.
როგორც მან განმარტა, თურქეთის ტურისტული სექტორი იმ კრიზისიდან, რომელშიც 2016 წელს ჩავარდა, ნელნელა გამოდის და 2017 წლის ტურისტული სეზონისთვის სრულ მზადყოფნაშია.
„სახეზეა დამაკმაყოფილებელი ტენდენციები რუსი და უკრაინელი ტურისტების მხრიდან. ასევე არანაირი პრობლემა არ არსებობს ბრიტანელი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. პრობლემებია ზოგიერთი ევროპული ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მხრივ. თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პრობლემები გადავჭრათ“, - განაცხადა TÜRSAB-ი პრეზიდენტმა.
მისი ინფორმაციით, სპარსეთის ყურის ქვეყნების ტურისტები უპირატესობას სტამბოლს და შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილს ანიჭებენ. რუსი ტურისტებისათვის კი მიმზიდველია სტამბოლი, ანტალია, იზმირი და ანკარა. ტურისტები ისრაელიდან უპირატესობას სტამბოლს, ანტალიასა და მუღლას ანიჭებენ.