სტოკჰოლმში მომხდარ შემთხვევას პოლიცია „შესაძლო ტერაქტად“ განიხილავს. სტოკჰოლმში სატვირთო ავტომანქანის ხალხში შევარდნის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდ სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. მანქანა სავაჭრო ცენტრის ვიტრინაში შევარდა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ინციდენტი ქვინის ქუჩასთან ახლოს მოხდა.