ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობა 81%-ით გაიზარდა.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემები ცხადყოფს, 2017 წლის იანვარ-მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, 68 ათას 369 მგზავრს მოემსახურა. 2016 წლის იანვარ-მარტშიკი აღნიშნული მაჩვენებელი 37 ათას 711 მგზავრს შეადგენდა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის იანვარ-მარტში 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 107%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.