ინციდენტი სტოკჰოლმში. სკაი ნიუსის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ რაიონში ხალხის მასაში სატვირთო მანქანა შეიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია 3 გარდაცვლილის შესახებ. არიან დაშავებულებიც. შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები იმყოფებიან. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.