2017 წლის პირველ კვარტალში საქართველში საჰაერო ტვირთბრუნვის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა- აეროპორტების მეშვეობით 87%-ით მეტი ტვირთი გადაიზიდა.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, 2017 წლის იანვარ-მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით 8 982,414 ტონა ტვირთი გადაიზიდა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ
4 804,394 ტონა იყო. შესაბამისად ზრდამ 86,96%-ი შეადგინა. 2016 წელს ამავე პერიოდში 145%-იანი წლიური ზრდა ფიქსირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ტვირთების გატარება მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ხდება.