2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტები 44%-ით მეტ მგზავრს მოემსახურნენ, ვიდრე 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში რეგულარული და არარეგულარული რეისებით, საქართველოს აეროპორტებმა სულ 621 ათას 828 მგზავრი მიიღო, 2016 წლის პირველ კვარტალში კი 432 ათას 959 მგზავრი.
სტატისტიკური ინფორმაციით მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ყველა აეროპორტმა 43,62%-ით მეტი მგზავრი მიიღო ვიდრე 2016 წლის პირველ კვარტალში და 71,46%-ით მეტი მგზავრი ვიდრე 2015 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში.
შეგახსენებთ, 2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტები სულ 362 ათას 633 მგზავრს მოემსახურა.