მამა გიორგი მამალაძე იმ მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს, რომელიც გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო აქვს გამოწერილი, - ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. რამიშვილი ასევე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მამა გიორგი მამალაძე მარხულობს და წყლის გარდა მისი კვების რაციონში არაფერი არ შედის.
”ნამდვილად შიმშილობს, არის სუსტად და რომ შეხედავ, წონაშიც აქვს დაკლებული. მასთან შედის ყოველდღიურად დოკუმენტი, რომელსაც აწერს ხელს, რომ საკვებზე უარს ამბობს და იღებს მხოლოდ წყალს. მან ჩემს თვალწინ მოაწერა ხელი მედიკამენტების მიღებაზე უარს. უარს ამბობს იმ მედიკამენტების მიღებაზე, რომელიც გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო აქვს დანიშნული”, - განაცხადა რამიშვილმა