მუშახელის დაცულობა და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა - რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, საკანონმდებლო დონეზე მოგვარებადია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
,,ხშირია შემთხვევა, როდესაც ინვესტორებს უცხოელი მუშახელი ჩამოჰყავთ, ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობის გამო. შესაბამისად, იმისთვის, რომ უცხოური ინვესტიციებიდან მეტი სარგებელი მივიღოთ, საჭიროა, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლება ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად ვაქციოთ.
მუშახელის დაცულობა და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა - რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, საკანონმდებლო დონეზე მოგვარებადია.
არ ვგულისხმობ შრომის ბაზრის მკაცრ რეგულირებას, თუმცა შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაწესება, აუცილებელია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.