საფრანგეთში პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატების მორიგი რაუნდი გაიმართა. კომპანია Elabe-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვით, სატელევიზიო დებატები ჟან-ლიუკ მელანშონის გამარჯვებით დასრულდა. მას ხმა ტელემაყურებელთა 25-მა პროცენტმა მისცა. მეორე ადგილზე მოძრაობა „წინ“ ლიდერი ემანუელ მაკრონია, ხმათა 21 პროცენტით. მესამე პოზიციას 15 პროცენტით ფრანსუა ფიიონი იკავებს. მარინ ლე პენი კი 11 ქულით მეოთხე ადგილს დასჯერდა.