ესპანეთში სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ბიძის, რიფატ ასადის უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. გამოძიება 79 წლის ექსპატრიანტის წინააღმდეგ საფრანგეთში დაიწყო, სადაც სირიის არმიის ყოფილი მაღალჩინოსანი 30 წელია, ცხოვრობს. პროკურატურა მას ფულის უკანონო გათეთრებასა და გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს. რიფატ ასადის მფლობელობაში მარბელიასა და პუერტო-ბანუსის ძვირადღირებული ვილებია, რომლებშიც ჩხრეკა რამდენჯერმე ჩატარდა. გარდა ამისა, დაყადაღებულია 16 საბანკო ანგარიში.