უიშვიათესი ბრილიანტი „ვარდისფერი ვარსკვლავი“ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქვად შეფასდა. ჰონგ კონგურმა კომპანიამ Chow Tai Fook Jewellery 59,6 კარატიანი ბრილიანტი 71 მილიონ დოლარად შეიძინა. ძვირფასი ქვა 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს.