12 აპრილიდან Ukraine International Airlines-ი (FlyUIA) თბილისი-ხერსონის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს, რომელიც კიევის გავლით განხორციელდება. FlyUIA-ს საქართვველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაბილეთის ღირებულება (ორი გზა) 247 ევროდან იქნება.
აღნიშნული ფასი მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელსაც.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრენები ყოველდღიურად განხორციელდება.
ხერსონი ეს არის ქალაქი სამხრეთ უკრაინაში. იგი არის ხერსონის ოლქის დედაქალაქი. ხერსონი არის დრენპრისა და შავი ზღვის მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი.
უფრო მეტი ინფორმაციისათვის და ავიაბილეთების შესაძენად ეწვიეთ ავიაკომპანიის ვებ გვერდს www.flyuia.com ან დარეკეთ: +99532 2439614 ან 15
ელ-ფოსტა: Georgia@flyuia.com