საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის ოფიციალურ შედეგების თანახმად, კითხვაზე - შეაფასეთ საქართველოში მოქმედი ინსტიტუციების მუშაობა, დადებითი პასუხები ასე გადანაწილდა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია - 88%, ჯარი - 86 %. მესამე ადგილს 74%-ით ქართული მედია იკავებს. მეოთხე ადგილზე 59%-ით პოლიცია, ხოლო მეხუთეზე, 55%-ით საქართველოს პრეზიდენტის ოფისი გავიდა.
რაც შეეხება უარყოფით პასუხებს, გამოკითხულთა 70% საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობას ასახელებს, ხოლო, 71% პოლიტიკური პარტიების მუშაობას.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საკუთარ ვებგვერდზე, საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის ოფიციალური შედეგები დღეს გამოაქვეყნა. გამოკითხვა საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 18 წელს ზემოთ 1501 რესპონდენტი, ცდომილება შეადგენს პლუს მინუს 2,5%.