ტურიზმის სფეროში მოღვაწე 8 ქართული ორგანიზაცია გაეროს მსოფილიო ტურიზმის ორგანიზაციის გლობალური ეთიკის კოდექსშეუერთდა.
ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო „თბილისი რუმსში" გაიმართა. ეთიკის კოდექის ხელმოწერას გაეროს მსოფლიო ტურიზმისორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და სხვაოფიციალური პირები დაესწრნენ.
ეთიკის კოდექსის ხელმოწერა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევრაზიის მთის კურორტების მესამეკონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმისეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კერძო სექტორის წარმომადგენლები გამოხატავენმზადყოფნას თავიანთ საქმიანობაში დაიცვან ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და გარემოს დაცვითი ასპექტები, რაც ხელსშეუწყობს ტურიზმის სფეროს განვითარებას.