აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,9 მლნ ბარელით ანუ 0.2%-ით გაიზარდა და შეადგინა 534 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 3,7 მლნ ბარელით ანუ 1,5%-ით და შეადგინა 239,7 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 2,5 მლნ ბარელით ანუ 1,6%-ით და შეადგინა152,9 მლნ ბარელი.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.