ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან 2017 წლის იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის ტენდენციები შეაფასა: „ჩვენ შეგვიძლიავთქვათ, რომ წელს კარგი სტარტით ვიწყებთ და მითუმეტეს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებთანმიმართებაში, რომლებმაც შეიძლება თუნდაც მცირე ზიანი მიაყენონ ეკონომიკურ ზრდას“ - აღნიშნა გახარიამ.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო სერიოზულად და კონცენტრირებულად ხარჯავს დიდ რესურსს ეკონომიკური ზრდისთვის. „აქიგულისხმება როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ინვესტიციები ტურიზმის მიმართულებით. ეს ყველაფერი კეთდებაეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად. დღეს რეგიონში ვართ ლიდერები, თუმცა, ისიც გვესმის, რომ 4 პროცენტიანი ზრდა არ არისიდეალური და გვინდა კიდევ უფრო მეტი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.