.”ჯი-ეიჩ-ენი”. მთავრობის მიერ დამტკიცებული ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულება "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა - სააგენტო მუშაობას იწყებს.
დებულების პუნქტების ნაწილი დღეიდან ამოქმედდა, ნაწილი კი, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან და 2020 წლის 30 მარტიდან ამოქმედდება.
დოკუმენტში საუბარია სააგენტოს ამოცანებზე, უფლებამოსილებებზე, მართვაზე, დაფინანსებასა და საქმიანობის კონტროლზე. სააგენტო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. ამოქმედების შემდეგ პარალმენტი სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევის პროცედურებს იწყებს. სააგენტოს უფროსი, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით დადგენილი წესით, 3 თვის ვადაში დაინიშნება.
კანონის მიხედვით, სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერმინისტრი. დანიშვნამდე კი, უფროსის კანდიდატურას სპეციალური კომისია შეარჩევს. კომისიას არჩევანის გაკეთება იმ სამ კანდიდატს შორის მოუწევს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შეარჩევს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს.
მოსმენების კანონი ძალაში დღეს შევიდა.