აშშ-ს პრეზიდენტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებას Apple-ს ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდა, თუ კორპორაცია გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან არ ითანამშრომლებდა ტავად გადავიდა iPhone-ს მოხმარებაზე.
მოვალეობის შესრულების დაწყების პროცესში დონალდ ტრამპს საკუთარ სმარტფონზე უარი არ უთქვამს და Samsung Galaxy-ით სარგებლობდა. თუმცაღა ინავგურაციის შემდეგ პრეზიდენტს ურჩიეს, რომ Android-ი უფრო მეტად დაცული მოწყობილობით ჩაენაცვლებინა.
ბოლო მონაცემებით ტრამპი Samsung Galaxy S3-ით სარგებლობდა.
თუმცა საბოლოოდ როგორც გაირკვა, Twitter-ში დონალდ ტრამპი საკუთარ ტვიტებს iPhone-დან წერს.
თეთრ სახლშიც ადასტურებენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი Apple-ს სმარტფონით სარგებლობს. მათივე ინფორმაციით, დონალდ ტრამპი უკვე რამდენიმე კვირაა iPhone-ს მომხმარებელია.