GWP-ის ინფორმაციით, დღეს, 29 მარტს, 22:00 საათიდან 30 მარტის 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ნუცუბიძის მიკრორაიონების ნაწილს, აგრეთვე, სოფელ დიღმისა და ზედა ზონების სოფლების ნაწილს.
კომპანია აცხადებს, რომ გათიშვის მიზეზი საბურთალოს რაიონში, აღმაშენებლის ხეივანზე, დიდი დიღმის მოსახლეობის ალტერნატიული წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, მაგისტრალურ ქსელებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოებია. რეაბილიტაცია უტარდება, ასევე, მუხათგვერდის გადასახვევთან არსებულ წყალსადენის 1400 მმ-იან მაგისტრალურ ქსელსაც, ხოლო ვაკის რაიონში, ბაგების სატუმბო სადგურში, ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება, რის შემდეგაც, ბაგების და ზედა ზონის სოფლების მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
GWP წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.