თურქეთში პირველი მონორელსის მშენებლობა აპრილში დაიწყება. 28 მარტს ოფიციალურად გაცხადდა ტენდერში გამარჯვებული, რომელიც სტამბოლში მონორელსური რკინიგზის (Havaray) მშენებლობას უზრუნველყოფს.
ტენდერის მიხედვით, მონორელსური სარკინიგზო ხაზის მშენებლობის ბიუჯეტი 356.16 მლნ დოლარია და მის მშენებლობას კომპანია Unit Alsim Alarko Sanayi უზრუნველყოფს.
სატენდერო პირობების მიხედვით, მსენებლობის პირველი ეტაპი 2017 წლის აპრილიდან დაიწყება, ხოლო მთლიანად პროექტის ექსპლუატაციაში გაშვება 2019 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
15 კილომეტრიანი ხაზის მშენებლობა სადგურ შეფაკიოიდან დაიწყება, ხოლო ბოლო წერტილი ფატიხ ტერიმის სახელობის სტადიონი. მთლიან მაგისტრალზე მგზავრობის ხანგრძლივობა კი 27 წუთი.


