,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიატორი" კვლევის შედეგებს ასაჯაროებენ.
როგორც ნინო ყურაშვილი აღნიშნავს, კვლევა 50 დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციას ეხება, რომელთა ნაწილს ეს დოკუმენტი შევსებული არ აქვს. აქედან 13 კი მილიონერი დეპუტატია, როგორც "ქართული ოცნებიდან", ისე ოპოზიციიდან.
მილიონერებს შორის პირველ ხუთეულს იკავებენ: "ქართული ოცნება" - თამარ ტალიაშვილი, ილია ჯიშკარიანი, ვლადიმერ ძნელაძე, ოპოზიციიდან კი ნინო ბურჯანაძე და ზაზა ვეკუა. კვლევის ავტორები აუდიტის სამსახურს აღნიშნული თემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.