გადაცემა „ხალხის პოლიტიკაში“ თბილისის პანთეონების შესახებ დისკურსია გაიმართა. ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის აზრით პანთეონები მოძველებული მიმდინარეობაა და კომუნისტურმა რეჟიმმა დაკარგა მისი რეალური ფუნქცია.
„მგონია, რომ სურეალისტური თემაა. ტრაგიკომედიასაც გასცდა ეს თემა. ქალაქს რომ გადახედოთ ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 100%-ს უნდა ქალაქის ცენტრში ცხოვრება და გარდაცვლილი მოსახლეობის 100%-ს უნდა ცენტრში დასაფლავება. სასურველია თუ ეს იქნება პანთეონი. არ მგონია, რომ მოსახლეობას ეს თემა აწუხებდეს მოსახლეობას ძალიან, ეს აწუხებს პოტენციურად პანთეონში დასაფლავების სურვილის მქონე ადამიანებს. ცდილობენ, რომ პანთეონში ადგილი გამონახონ“, - განაცხადა თამარ ამაშუკელმა.
მისი თქმით, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც იცის ვინ არის პანთეონში დასაფლავებული. ხოლო წლების მანძილზე სუბიექტური შეხედულებით ხდებოდა დასაკრძალი ადამიანების შერჩევა.