გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იაპონური კამელიის 70-მდე ჯიში და 20-მდე ჰიბრიდული ფორმა.
“ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მორიგი არაჩვეულებრივი „კამელიების“ გამოფენა მოეწყო, ეს არის დღესასწაული, ფესტივალი. დაგეგმილია სხვა ანალოგიური ღონისძიებები. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჩვენი რეგიონის ცნობადობის ამაღლებას, უამრავი უცხოელი ტურისტი და ვიზიტორი ჩამოდის, რომელთაც აქვთ საშუალება მოინახულონ და დატკბნენ ჩვენი ბათუმის „სავიზიტო ბარათით“ ბათუმის ბოტანიკური ბაღით. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ხშირად იარონ ბოტანიკურ ბაღში, ასევე მადლობა გადავუხადო ბაღის ადმინისტრაციას.” - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
აღნიშნული ღონისძიება, ხელს უწყობს საზოგადოებაში ბოტანიკური ბაღის ცნობიერების გაზრდას, კერძოდ, კი ბაღის კოლექციაში არსებული გვარ „კამელიის“ ჯიშებისა და ფორმების გავრცელებას მოსახლეობასა და დასახლებული პუნქტების გამწვანებაში.