დღეს, 25 მარტს, 14:00 საათზე, ვაგზლის მოედანზე (ბავშვთა სამყაროს
შესასვლელთან) „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით გარემოვაჭრეთა აქცია გაიმართება. მათი მოთხოვნები იქნება, გარემოვაჭრეთა
დევნის შეწყვეტა, ასევე თბილისის მერიისა და საკრებულოს მიერ გარევაჭრობის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცება და პარლამენტის მიერ "გარევაჭრობის რეგულირების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის
(ავტორი: ლაშა ჩხარტიშვილი) განხილვის დაუყონებლივ განახლება და საბოლოოდ მიღება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის მიერ ერთი მოსმენით ჯერ კიდევ 2014 წელს იქნა მიღებული.