ბოლო 3 წლის განმავლობაში თურქეთში უცხოელებზე მიყიდული უძრავი ქონების რაოდენობა 50%-ითაა გაზრდილი.
თუ კი 2013 წლისთვის უცხოელების მიერ 12 ათასი ერთეული უძრავი ქონება იყო შეძენილი, გასულ წელს უცხოელების მიერ ნაყიდი ბინებისა და ვილების რაოდენობამ 18 ათას ერთეულს მიაღწია.
თურქეთის სტატისტიკის სამსახურის (TÜİK) ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი სტამბოლი და ანტალიაა.
ექსპერტების პროგნოზის მიხედვით, 2017 წელს უცხოელებზე გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.