25 მარტს, 17:00 საათზე, ვაკის მედიათეკა იწვევს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და მართავს ღონისძიებას, რომელზეც „ჩვენი თეატრის“ მსახიობები გამართავენ მუსიკალურ წარმოდგენას „ჩვენი ბენდი“.
ასევე, მოეწყობა ფოტოსესია ფერადი წინდებით, რომელიც დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სიმბოლოა.
ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან საბავშვო პროექტ „მედიათეკელის“ მონაწილეები, ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას თანატოლებსა და საზოგადოებაში.
„ჩვენი ხმა საზოგადოებაში“ ეს არის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილი. „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ“ 15-21მარტს გამართა კვირეული, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება გაიმართა.
ამასთან დაკავშირებით, 25 მარტს, შაბათს, პროექტის გაკვეთილების დრო შეიცვალა და 13:00 საათის ნაცვლად, დაიწყება 15:00 საათზე.