მსოფლიოს ცნობილმა ინგლისელმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა ინგლისურ ტელეარხ ITV-ზე ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობისას აღნიშნა, რომ ინგლისელი ბიზნესმენ რიჩარდ ბრანსონის კუთვნილი კოსმოსური ტურისტული კომპანია “Virgin Galactic“-ის მეშვეობით კოსმოსში იმოგზაურებს.
“მე მეგონა, რომ ჩემი ასაკის ადამიანს არავინ წაიყვანდა კოსმოსში, მაგრამ, ბრანსონმა მე Virgin Galactic-ში ერთი სავარძელი შემომთავაზა და ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს“, განაცხადა ფიზიკოსმა.
როგორც თავად განმარტა, 75 წლის ჰოკინგმა ბრანსონის შეთავაზებაზე დაუფიქრებლად განაცხადა თანხმობა.