აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის წევრებმა ბრენდირებული თაფლის ჩამოსხმა დაიწყეს. როგორც აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განმარტავენ, პალატასთან არსებულმა "აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციამ" ასოციაციის წევრების თაფლის ჩამოსხმა დაიწყო. ბრენდირებული ნაწარმის უკვე შეძენა მარკეტებში უკვე შესაძლებელია. თაფლი შემოწმებული და მაღალი ხარისხისაა.
ასოციაცია აღნიშნული ღონისძიებებით ეხმარება თავის წევრ მეფუტკრე ფერმერებს თავი დაიმკვიდრონ ქვეყნის შიდა ბაზარზე და წარმოაჩინონ ქართული თაფლის უნიკალურობა. მარკეტინგში მოხვედრილი ნაწარმი უკვე დიდ მოწონებას იმსახურებს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე უცხოელ მომხარებელთათვის.