იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის” მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი მენეჯერი ელენე გრიგოლია ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობენ.
მოხსენება „მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი - როგორც წარმატებული რეფორმის მაგალითი“ - კონფერენციის მონაწილეებს ელენე გრიგოლიამ საერთაშორისო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული მოხსენებებიდან შეარჩიეს.
მოხსენებაში ელენე გრიგოლიამ ის რეფორმა წარადგენა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო და ქვეყანაში მიწის რეგისტრაცია მნიშვნელოვნად გაამატივა. რეფორმის მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა. რეფორმა უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.
კონფერენცია, რომლის თემა მიწის მმართველობა და სიღარიბის დაძლევაა, მიწის მმართველობის სფეროში ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს და მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ.
მიწის მმართველობისა და სიღარიბის თემაზე მსოფლიო ბანკის რიგით მე-18 კონფერენცია ქ. ვაშინგტონში იმართება.
კონფერენცია 24 მარტს სრულდება.