ლონდონში, გუშინ განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერორისტული დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერაქტის შემსრულებელი მათი ჯარისკაცი იყო.
მასშტაბური თავდასხმა ვენსტმისტერის რაიონში გუშინ განხორციელდა. ტერორისტმა მანქანით ჯერ რამდენიმე ადამიანი გაიტანა, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან პოლიციელს დაესხა თავს. სამართალდამცავებმა ის ადგილზე მოკლეს. ტერაქტს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მდე კი დაშავდა.