ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აზიის დეპარტამენტის დირექტორი პასკალ პაკო ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში AFD-ს საქმიანობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
აღინიშნა, რომ საფრანგეთის საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) საქართველოში სამომავლო საქმიანობის გააქტიურებას აპირებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან სამთავრობო სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებებზე.
საფრანგეთის განვითარების სააგენტო შედის „AFD ჯგუფში“, რომელიც ახორციელებს საფრანგეთის სახელმწიფოს ოფიციალურ მხარდაჭერას დაახლოებით 90 ქვეყანაში და გააჩნია დაახლოებით 70 ადგილობრივი წარმომადგენლობითი ოფისი და ბიურო.