"ნორდ ოსტის" საქმის ფიგურანტს, ჰასან ზაკაევს მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მისთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. როგორც ძიებით დადგინდა, ზაკაევმა ტერორისტებს იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები გადასცა. მას ბრალი მოსკოვის მაკდონალდსთან მომხდარი აფეთქების ორგანიზებაშიც ედება. მოსკოვის თეატრალურ ცენტრზე თავდასხმა 2002 წლის ოქტომბერში განხორციელდა, რასაც 130 ადამიანი ემსხვერპლა.