სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა. პან კინ ხეს ქრთამის აღებაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და კონფიდენციალური ინფორმაციის სხვა პირებისთვის გადაცემაში ადანაშაულებენ. კორუფციულ სკანდალში სამხრეთ კორეის ლიდერი მას შემდეგ გაეხვა, რაც მისი მეგობარი ქალი თაღლითობისა და სახელმწიფო საქმეებში ჩარევის ბრალდებით დააკავეს. პან კინ ხეს პარლამენტმა იმპიჩმენტი მოუწყო. საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ კანონიერად ცნო.