ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი და ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი მინისტრის ყოფილი მოადგილე მარტინ მაქგინესი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარტის დასაწყისში მაქგინესი შეუძლოდ გახდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ექიმებმა მას გულის მძიმე დაავადება დაუდგინეს. მაქგინესი „ირას“ ლიდერი 70-იანი წლების დასაწყისში გახდა, 1974 წელს კი რესპუბლიკურ არმიასთან კავშირი გაწყვიტა. 90-იან წლებში ის პარტია „შინ ფეინის“ სახელით „ირასთან“ მოლაპარაკებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, 2007 წელს კი ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა.