ბათუმში, ინჯალოს რეზერვუარში, მილსადენში წყლის წნევისა და მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების სამუშაოები მიმდინარეობს. რეზერვუარიდან გამომავალი მაგისტრალური მილსადენი რეაბილიტირებულ გამანაწილებელ ქსელზე ერთდება.
რეზერვუარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 21 მარტს დაიწყება და 25 მარტამდე გასტანს, აღნიშნული დროის მონაკვეთში წყლის მიწოდება „ბათუმის წყალის“ არც ერთ აბონენტს არ შეუწყდება, თუმცა მე-9 და უფრო მაღალ სართულზე მცხოვრებ აბონენტებთან წყლის წნევა დაიწევს.
შეგახსენებთ, ინჯალოს წყლის რეზერვუარში უკვე ჩატარდა მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ რეზრვუარს მეჯინისწყლის მაგისტრალური მილსადენი დაემატა. რეზერვუარის წყლით უწყვეტი მომარაგება ორი ცენტრალური - ჩაქვისა და მეჯინისწყლის მაგისტრალური მილსადენებით ხორციელდება, რაც მოსახლეობის წყლის უწყვეტ 24 საათიან მომარაგებას უზრუნვეყოფს.