ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გამოსვლისას, ისაუბრა საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე, იმ მიმართულებებზე, თუ როგორ განვითარდება საქართველო მომდევნო 4 წლის განმავლობაში და იმ შედეგებს, როგორ აისახება ისინი ქვეყნის კეთულდღეობაზე.
„2016 წელს ჩვენ ამომრჩევლის წინაშე 4-პუნქტიანი გეგმით წარვდექით და ერთერთი მსხვილი რეფორმა, რომლის გატარებასაც დავპირდით, უკვე შევასრულეთ. ჩვენ შევცვალეთ საგადასახადო კანონმდელობა. დღეს საქართველოში მოგების გადასახადს კომპანიები მხოლოდ იმ შემთხვევაში იხდიან, თუკი აღნიშნული მოგება განაწილდება დივიდენდის სახით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მთავრობა მომავალში კიდევ ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს ბიზნესის სიმარტივის, მისი წახალისებისა და მხარდაჭერის მიმართულებით როგორც საგადასახადო კუთხით, ისე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების სახით.