2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 375 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 102 მლნ. აშშ დოლარი იყო (31 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 274 მლნ. აშშ დოლარი (10 პროცენტით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი (2016 წლის იანვართებერვალში შესაბამისად 27, 28 და 27 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24 პროცენტი (2016 წლის იანვარ-თებერვალში 26 პროცენტი).