ბათუმის მერია ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ახლადაშენებულ სოციალურ სახლში ბინების განაწილებას იწყებს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ მიზნით მერიამ განაცხადების მიღება დაიწყო.
განაცხადები მიიღება ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე დაზარალებული და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში რეგისტრირებული ბენეფიციარებისგან.
განაცხადის შევსების მსურველებმა თან უნდა იქონიონ გეოლოგიური დასკვნა და ოჯახის ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
განაცხადების მიღება იწარმოებს 20 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ბათუმის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს (მის: ლუკა ასათიანის ქ. #25), ან მერიის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულს. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე (0422) 246302