ავიაკომპანია Emirates-მა Airbus A380 წარმოადგინა, რომლის ბორტზეც „რეალის“ გუნდის მოთამაშეები: კრიშტიანუ რომნალდუ, სერხიო რამოსი, ქარიმ ბენზემა, ბარეთ ბეილი და მარსელანო არიან გამოსახულნი.
ფეხბურთელები ხომალდის ორივე მხარეს არიან გამოსახულნი. თვითმფრინავმა დუბაიდან მადრიდამდე რეისი 15 მარტს უკვე შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Emirates-ი 2013 წლიდან „რეალის“ გენერალური სპონსორია. ავიაკომპანიამ მსგავსი სარეკლამო კამპანია 2015 წელსაც აწარმოა. მაშინ თვითმფრინავზე 6 ფეხბურთელი იყო გამოსახული. უფრო კონკრეტულად, 2015 წელს ბორტზე იგივე ფეხბურთელები იყვნენ გამოისახულნი, პლუს ხამეს როდრიგესის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუს საპატივცემულოდ, ირლანდიურმა ლოუ-კოსტერმა Ryanair-მა თავის კუთვნილ Boeing 737-ს Ryanaldo დაარქვა.