ვინ აჩუქა ფრანსუა ფიიონს ძვირფასი კოსტიუმები? ამის გარკვევას ფრანგი ჟურნალისტები შეეცადნენ. როგორც ტელეკომპანია ბი-ეფ-ემი იტყობინება, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი ადვოკატმა რობერ ბურჟიმ დაასაჩუქრა. როგორც ადვოკატი აცხადებს, ფიონს მან საჩუქარი გაუკეთა და სანაცვლოდ არაფერი უთხოვია. ფიიონის ძვირფასი კოსტიუმებით საფრანგეთის პროკურატურა უკვე დაინტერესდა. მანამდე რესპუბლიკელთა კანდიდატი კორუფციულ სკანდალში გაეხვა. როგორც გაირკვა, მას საკუთარი მეუღლე პარლამენტში თანაშემწედ ჰყავდა გაფორმებული და სოლიდურ ხელფასს უხდიდა.